გაკვეთილის თემა
|
გლობალური ეკოლოგიური პრობლემები
|
||||
საგანი
|
ქიმია
|
||||
მასწავლებელი
|
თამარ მაისურაძე
|
||||
სწავლების საფეხური
|
საბაზო IX-კლასი
|
||||
გაკვეთილის ხანგრძლივობა
|
45+45 (შემაჯამებელი)
|
||||
მოსწავლეთა პროფილი
|
20 მოსწავლე
|
||||
განსაკუთრებული საჭიროებების მქონე მოსწავლე
|
არ არის
|
||||
გაკვეთილის მიზანი და შედეგები
|
მოსწავლის ცნობიერების ამაღლება
არსებულ პრობლემებზე,დააკავშიროს გარემოს სისუფთავე ადამიანის
ჯანმრთელობასთან, მოიპოვოს ინფორმაცია
ქიმიური ნარჩენების გარემოს დამაბინძურებელ
ფაქტორებსა და იმსჯელოს გზებზე გარემოს დაბინძურებასთან დაკავშირებული
პრობლემის გადასაჭრელად.თანატოლებთან ერთად ადგენს და შეძლებისდაგვარად ახორციელებს გარემოსდაცვით მარტივ პროექტებს
კავშირი ე.ს.გ-სთან
ქიმ.IX.7.მოსწავლეს
შეუძლია გარემოზე დაკვირვება და მოპოვებული მონაცემების
ქიმიის თვალსაზრისით
შეფასება.
შედეგი თვალსაჩინოა,
თუ მოსწავლე:
1. იყენებს მჟავების,
ფუძეების და ნეიტრალიზაციის შესახებ მიღებულ ცოდნას დასახავს გეგმას ნიადაგის მჟავიანობის შესამცირებლად
/გასაზრდელად.
2. წარმოადგენს
მჟავა წვიმების წარმოქმნის პროცესს სხვადასხვა
გამომსახველობითი საშუალებებით( ნახატი, დიაგრამა, რეაქციის სქემები)
3. აღწერს
მჟავა წვიმების მოქმედების უარყოფით შედეგებს ორგანიზმსა და მასალებზე და სახავს
მჟავა წვიმების გამომწვევი ოქსიდების გამოყოფის შემცირების გზებს.
4. მოიპოვებს
ინფორმაციას გლობალური დათბობის/ სათბურის ეფექტის/ოზონის ხვრელების შესახებ, იკვლევს მიზეზებს,
მოყავს სათანადო მტკიცებულებები, ნამუშევრების
წარმოდგენისას ადექვატურად იყენებს ტერმინებს
5. აღწერს ჰაერისა და წყლის დაბინძურების შესწავლის და კონტროლის მეთოდებს, გამოთქვამს მოსაზრებებს წარმოქმნილი პრობლემების გადაწრის გზებზე
|
||||
გაკვეთილის მსვლელობა
|
აქტივობა 1. გონებრივი იერიში
გონებრივი იერიშით ვახდენ თემის
შეჯამებას კითხვებით
1. ჩამოთვალეთ ჰაერის დამაბინძურებელი
ნივთიერებები და დაბინძურების წყაროები
2. რა
კავშირია CO2-ის
სიჭარბე სათბურის ეფექტთან?
3. ივარაუდეთ
რა გზითაა შესაძლებელი ატმოსფეროში
4. როდის
წარმოიქმნება ატმოსფეროში ოზონი? რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს?
5. რომელი
ნივთიერებების არსებობა უწყობს ხელს ოზონის
ხვრელის წარმოქმნას?
6. რას
გულისხმობს ჰაერის ხარისხის კონტროლი?
7. რომელი
ხელსაწყოებით ხდება ტენიანობის განსაზღვრა და ადამიანისათვის როგორი ტენიანობაა
მისაღები?
8. როგორ
დგინდება ჰაერში მტვრის რაოდენობა?
9. რა
მეთოდით საზღვრავენ ჰაერში CO2 და SO2
10. რას ნიშნავს „მჟავე წვიმები“. როდის შეიძლება ასეთი ნალექის წარმოქმნა?
11. რა
გზითაა შესაძლებელი ნიადაგის მჟავიანობის შემცირება?
12. როგორი
ორგანოლეპტიკური მეთოდებით ახასიათებენ წყლის სისუფთავეს
13. რომელი
მეთოდებით ხდება წყლის ქიმიური ანალიზი?
14. რა აბინძურებს წყალს და როგორ ავიცილოთ თავიდან
წყლის დაბინძურება?
აქტივობა 2.ექსპერიმენტი
1.
ნიადაგის PH-ის გამოკვლევა
2.
ნიადაგში კირქვის შემცველობის გამოკვლევა
3.
წყლის სისუფთავის ხარისხის დადგენა შეფერილობით და სუნით
აქტივობა
3. მოსწავლის პრეზენტაციები
მოსწავლეები
წინასწარ დაყოფილი იყო სამ ჯგუფად პირობითად ნიადაგის , ჰაერის, წყლის ჯგუფები. მათ ქონდათ დავალება მოეძიებინათ ინფორმაცია დამაბინძურებელი წყაროების შესახებ. მათ მოზიებული ინფორმაცია წარმოადგინეს PP-პრეზენტაციით
აქტივობა
4. სტრატეგია „ფიშბონი“
ამ სრტატეგიის გამოყენება მარტივია
:
1. ქვედა მართკუთხედში
კლასში განხილვის შემდეგ ჩაიწერება პრობლემის ფორმულირება
2. სხვადასხვა წყაროების
ანალიზით, ცდის ანალიზის საფიძველზე მოსწავლეები გამოყოფენ მიზეზებსა და არგუმენტებს, რომლებიც მათ ვარაუდებს ასაბუთებს
3. „მიზეზი-არგუმენტი“-
ამ კავშირის საფუძველზე მოსწავლეებს გამოაქვთ
დასკვნა, რომელიც იწერება გრაფიკული გამოსახულების
სამკუთხედში
|
||||
საკლასო მენეჯმენტი/საგანმანათლებლო რესურსები
|
სახელმძღვანელო, რვეული , კალამი, წყალი, ნიადაგი, მჟავა, პიპეტი, ქიმიური
ჭურჭელი
|
||||
შეფასება
|
რუბრიკით
|
შეფასების რუბრიკა
პრეზენტაცია
|
ცუდი (1-4)
|
საშუალო (5-7)
|
კარგი (8-10)
|
პრეზენტაციის სტრუქტურა თემატიკასთან და მიზანთან შეუსაბამოა
|
პრეზენტაციის სტრუქტურა თემატიკასთან
და მიზანთან შესაბამისობაშია
|
პრეზენტაციის სტრუქტურა ტემატიკასთან და მიზანთან სრულ შესაბამისობაშია
|
|
მოიცავს ბევრ შეცდომას, რაც პრეზენტაციის გაგებას ართულებს
|
მასალა მხოლოდ ერთ წყაროზე დაყრდნობითაა დამუშავებული და მოიცავს რამდენიმე
შეცდომას
|
მოძიებული მასალა მრავალფეროვანია და გამოყენებულია სხვადასხვა წყარო. შეცდომები არ
მოიძებნება
|
|
არ აქვს მომზადებული სლაიდ-შოუ
|
სლაიდ-შოუ ვიზუალურად ნაკლებად ეფექტურია
|
სლაიდ-შოუ ვიზუალურად ეფექტურია
|
|
სათქმელს გაუგებრად გადმოსცემს. არაა მობილიზებული. არ იცავს დროის ლიმიტს
|
უჭირს სათქმელის ნათლად და გასაგებად გადმოცემა. ნაკლებად მობილიზებულია. ნაკლებად იპყრობს აუდიტორიის ყურადღებას .უჭირს
დროის ლიმიტის დაცვა
|
მოსწავლე სათქმელს ნათლად და გასაგებად გადმოსცემს. მობილიზებულია.იპყრობს
აუდიტორიის ყურადღებას. იცავს დროის ლიმიტს
|
1-4
|
5-7
|
8-10
|
ვერ ახერხებს ინფორმაციის
ადექვატურად გააზრება. ვერ ახერხებს საჭირო სრტრატეგიის გამოყენება ინფორმაციის განზოგადებისას
|
შეუძლია ინფორმაციაში მთავარსა და მეორეხარისხოვანის გამოყოფა. ვარაუდების
გამოთქმა მიზეზ-შედეგობრივი კავშირის საფუძველზე
|
გამოყოფს ინფორმაციაში მთავარსა და მეორეხარისხოვანს. შეუძლია ზედმიწევნით
გაიაზროს ინფორმაცია. წარმატებით შეუძლია ვარაუდების გამოთქმა მიზეზ-შედეგობრივი კავშირის საფუძველზე
|
უჭირს ცდის ჩატარება , შდეგების ანალიზი და განზოგადება . უჭირს სტარტეგიის
გამოყენება ინფორმაციის განზოგადებისას
|
გეგმავს და ატარებს ცდას. შეუძლია ცდის შედეგების გაანალიზება და განზოგადება მცირედი ხარვეზებით .იყენებს სტრატეგიას და და ამ სტრატეგიის გამოყენებით პრობლემების განზოგადება.
ინფორმაციის სისტემატიზირება მცირე ხარვეზებით
|
გეგმავს და ატარებს ცდას. ზედმიწევნით
აქვს გააზრებული ცდის მიზანი და პროცედურა,
წარმატებით ართმევს თავს ცდის შედეგების ანალიზსა და განზოგადებას.წარმატებით იყენებს სტრატეგიას. შეუძლია ამ სრტრატეგიით პრობლემების განზოგადება
და ინფორმაციის სისტემატიზება
|